არაბეთიდან არაბეთამდე

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
29 .04.2014

გაკვეთილის თემა
„არაბეთიდან არაბეთამდე“ შოთა რუსთაველის  “ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით
სწავლების საფეხური და კლასი
საშუალო. მე–10 კლასი
ინტეგრირებული საგნები: მასწავლებლების სახელი, გვარი
ქართული ლიტერატურა_ ციცინო გობაძე
ისტორია _ მაყვალა კახაძე
გეოგრაფია _ მანანა ბოლქვაძე.
მატემატიკა _ მაია გობაძე
მოსწავლეთა რაოდენობა
11
განსაკუთრებული საჭიროებისა და მიდგომის მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
0
გაკვეთილის წინაპირობა
 მოსწავლეები შეისწავლიან შოთა რუსთაველის  „ ვეფხისტყაოსანს“.
კლასს  ვყოფთ ოთხ ჯგუფად და ვაძლევთ დავალებებს:
I ჯგუფი: მოიძიონ ვეფხისტყაოსანში ნახსენები ქვეყნები, რომლებიც რეალურად არსებობდა ამ ეპოქაში.
II ჯგუფი: ინტერნეტში მოიძიონ სხვადასხვა მკლევარის მოსაზრება იმ ქვეყნების შესახებ, რომლებიც რეალურად არ არსებობდა, მაგრამ ვაფხისტყაოსანში მოხსენებულია, მაგ: გულანშარო და მულღანზანზარი. იპოვონ მათი სავარაუდო მდებარეობა.
III ჯგუფი:  მოიძიონ დავით აღმაშენებლისა და თამარის ეპოქის საქართველოში ტახტზე ასვლის ცერემონიისა და პატრონყმობური ურთიერთობების შესახებ ცნობები, შეადარონ ნაწარმოებში ასახული მოვლენები საქართველოს იმდროინდელ მდგომარეობას.
IV ჯგუფი: დაადგინონ მოგზაურთა საშუალო სიჩქარე და გამოიანგარიშონ, დაახლოებით რა დრო დასჭირდებოდა ავთანდილს მოყმის საძებნად წასვლიდან ქაჯეთის ციხის აღებამდე და შემდეგ ისევ არაბეთამდე.
გაკვეთილის მიზნები:
ქართული ლიტერატურა:მოსწავლეები გაიგებენ ვეფხისტყაოსნის“ მნიშვნელობასა და მის გენიალურობას, გააანალიზებენ ნაწარმოებში ასახულ  რეალურ და არალეარულ სამყაროს.იმსჯელებენ  პოემაში,ასახულ ისტორიულ, გეოგრაფიულ და მატემატიკურ  მხარეებზე.
გეოგრაფია _ შეისწავლიან ვეფხისტყაოსანში ნახსენები ქვეყნების : არაბეთის, ინდოეთის, ჩინეთის გეოგრაფიას, ნაწარმოების მონაცემებსა და სხვადასხვა კრიტიკოსის მოსაზრებებსა და „ვეფხისტყაოსანში მოცემულ ინფორმაციაზე  დაყრდნობით გამოიკვლებენ მულღანზანზარის, გულანშაროსა და ქაჯეთის ციხის მდებარეობას.
ისტორია _ მოსწავლეები ისწავლიან დავითისა და თამარის ეპოქას, დაუკავშირებენ მას „ვეფხისტყაოსანს“. აგრეთვე ისწავლიან არაბეთის, ინდოეთისა და ჩინეთის ისტორიას.
მათემატიკა _ მოსწავლეები ისწავლიან რუკაზე მასშტაბის მიხედვით მანძილისა გამოანგარიშებას,ასევე სიჩქარის გამოსაანგარიშებელი ფორმულის გამოყენებას.
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები

ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
ქართ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.

ქართ. X. 7. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია. 
ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
მათ. X.11. მოსწავლეს შეუძლია ობიექტთა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების მოძებნა.
მათ. X4. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა-დასაბუთების სხვადასხვა ხერხის გამოყენება.
მათ. X5. მოსწავლეს შეუძლია პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე ამოცანების ამოხსნა.

ისტ.X.4. მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზოს და შეაფასოს  ისტორიული მოვლენის განსხვავებული ინტერპრეტაციები.

ისტ.X.5. მოსწავლეს შეუძლია   ისტორიული წყაროების კლასიფიცირება.

ისტ.X.6. მოსწავლეს შეუძლია   გაანალიზოს პირველადი და მეორადი წყაროები.

ისტ.X.7. მოსწავლეს შეუძლია  ისტორიულ კვლევ დაგეგმა და ატარებ.
გეო.X.5. მოსწავლეს შეუძლია მსოფლიოს მოსახლეობის განსახლების თავისებურებებ კვლევა დ დემოგრაფიული ვითარების გაანალიზებ.

გეო.X.6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა საზოგადოების განვითარებაზე.
გეო.X.4. მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ერთმანეთს ქვეყნები სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით და იმსჯელოს მსგავსება-განსხვავების მიზეზებზე.
თანმიმდევრობა
(აქტივობა/დრო)
I გაკვეთილი
აქტივობა 1: მასწავლებლების საუბრები, კლასის მოტივაციის მიზნით, 8წთ
აქტივობა2.  ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაოების პრეზენტაციები20წთ
აქტივობა 3. გეოგრაფიის მასწავლებელი კლასს ყოფს სამ ჯგუფად და აძლევს დავალებებს:
I ჯგუფი: დაიტანონ რუკაზე ავთანდილის მოგზაურობა ქაჯეთის ციხის აღებამდე.
II ჯგუფი: დაიტანონ რუკაზე მეგობრების მოგზაურობა ქაჯეთის ციხის აღებიდან ინდოეთამდე.
III ჯგუფი: დაიტანონ რუკაზე, საიდან მოდიოდა ხალხი ავთანდილის სიმღერის მოსასმენად.
4 წთ
აქტივობა 4.ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია5წთ
აქტივობა5. გაკვეთილის შეჯამება 3წთ
II გაკვეთილი

აქტივობა 1: ისტორიის მასწავლებელი აჩვენებს
ვიდეოებს დიდგორისა და ბასიანის ბრძოლების შესახებ 7წთ
აქტივობა 2:  ისტორიის მასწავლლებელი  აძლევს ჯგუფებს დავალებებს:
I ჯგუფი: დაუკავშირონ დიდგორის ბრძოლა „ვეფხისტყაოსნის“ რომელიმე ომს;
II ჯგუფი:დაუკავშირონ ბასიანის ბრძილა „ვეფხისტყაოსნის“  რომელიმე ომს
III ჯგუფი: შეადარონ თამარის გამეფება თინათინის ტახტზე ასვლას;
IV ჯგუფი:შეადარონ ინდოეთის სამეფოში განვითარებული მოვლენები თამარის ეპოქის საქართველოს.4წთ
აქტივობა 3 ჯგუფების პრეზენტაცია 12წთ
აქტივობა 4  მათემატიკის მასწავლებელი კლასს ყოფს სამ ჯგუფად და ჯგუფებს ურიგდებათ წინასწარ გამზადებული სტროფები თავისი დავალებებით: 4წთ
I ჯგუფი:
ორთავე ერთგან მოკლული, ყველაი ასჯერ ოცია,
მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია,
არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია,
თქვენი მრავალი მიწითა გასვრილი გაგვიხოცია.

კითხვა: რამდენი ნადირი დახოცა როსტევან მეფემ?
რამდენი ნადირი დახოცა ავთანდილმა?

იგი საძღვნოდ მისად დავხსენ, ვისი შუქიც მინათებდა,
მეფისათვის დავარჩიე, საარმაღნოდ რაცა სჯობდა,
ჯორ–აქლემი  ათჯერ ასი, ყველაკაი წვივმაგრობდა,
ატვირთული გავუგზავნე, ამბავსაცა კარგსა სცნობდა.

კითხვა:_რამდენი ჯორი და აქლემი იყო დატვირთული განძით?


II ჯგუფი
ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო, სრულად მოიარა,
ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა არე არა,
მაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა,
ამას შიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა.

კითხვა: რამდენი თვე ეძებდა ავთანდილი უცხო მოყმეს?

ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი,
ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემაგონანი,
მისნი ვერა ვცნენ ამბავნი, ვერცა დრამისა მწონანი,
ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი
კითხვა: რამდენი კაცი დაეღუპა ტარიელს ძებნის დროს?

III ჯგუფი:
სამასისა კაცისაგან ასსამოცი შეჰყოლოდა,
ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ერთკერძ უხაროდა,
მონახეს და არ აცოცხლეს, რაც მებრძოლი დარჩომოდა
რომე ყოვნეს საჭურჭლენი აწმცა თვალვით ვით ითქმოდა.

კითხვა _ რამდენი მეომარი დაკარგეს ქაჯეთის ბრძოლაში?

მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა
სრული აბჯარი საკაცო,ქაფითა, საბარკულითა,
სამოცი ლიტრა წითელი, აწონიტ, არნაკლულითა,
ერთი ტაიჭი უებრო, მით უნაგრითა სრულითა.

კითხვა: ღვინო რომ ოთხ კაცს გაეყო, რამდენი შეხვდებოდა თითოს?
აქტივობა 5 პრეზენტაცია 6წთ
 აქტივობა 6 ლიტერატურის მასწავლებელი აჩვენებს დასკვნით ვიდეოს 7წთ
აქტივობა 7. მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების ცხრილებს. 3წთ

შეფასება
შეფასება მოხდება განმსაზღვრელი და განმავითარებელი, ასევე ჯგუფური. შეფასდებიან მოსწავლეები წინასწარ შედგენილი რუბრიკის მიხედვით.
საკლასო მენეჯმენტი_ საგანმანათლებლო რესურსები
მე–10 კლასის ლიტერატურის სახელმძღვანელო,
მე–10 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო,
მე–10 კლასის მატემატიკის სახელმძღვანელო ,
მე–10 კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელო,
„ვეფხისტყაოსანი“_ სასკოლო გამოცემა.
ვიდეოები, კონტურული რუკები,  პლაკატი სიჩქარის ფორმულებით,
ინტერნეტი, დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები.



შეფასების რუბრიკა ქართულ ლიტერატურაში
ქულები და კრიტერიუმები
ფრიადი (9_10)
კარგი (7_8)
საშუალო (4_6)
სუსტი ( 1_3)
წერითი დავალება
მოხერხებულად იყენებს მიზნის შესაბაბამის და აუდიტორიის მისაზიდ ენობრივ საშუალებებს, მდიდარ ლექსიკას, მოჰყავს არგუმენტები შესწავლილი ნაწარმოებებიდან, თავის აზრს ასაბუთებს დამაჯერებლად.
ჩანს მიზანი, დაწერილია აუდიტორიისათვის გასაგები ენით.იყენებს შესაფერის ლექსიკას, უშვებს მცირე შეცდომებს. თავის აზრს ასაბუთებს შესწავლილი ნაწარმოებიდან.  მოჰყავს არასრული არგუმენტები.
ჩანს მიზანი და აუდიტორიის გათვალისწინების მცდელობა.იყენებს ღარიბ ლექსიკას, უშვებს  შეცდომებს, უჭირს ნაწარმოებებიდან დამაჯერებელი არგუმენტების მოყვანა.
არ ჩანს მიზანი და აუდიტორია არ იყენებს არგუმენტებს, იყენებს შეუფერებელ ლექსიკას, უშვებს ბევრ შეცდომას.
არგუმენტირებული მსჯელობა
დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოაჩენს თავის მოსაზრებას, უსმენს სხვებს, კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის პატივისცემას, მაშინაც კი, როცა არ ეთანხმება.
ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას, უსმენს სხვებს და დს საკუთარ აზრს გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
ზოგჯერ ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას, უსმენს სხვებს და აცლის საუბრის დამთავრებას.
ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს, არ უსმენს სხვებს და არ აცლის საუბრის დამთავრებას.
ჯგუფური მუშაობა
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია, იცავენ დროის ლიმიტს, წევრები თანამშრომლობენ, არგუმენტირებულად ასაბუთებენ აზრებს, მოჰყავთ „ვეფხისტყაოსნიდან“ ადეკვატური არგუმენტები,ამჟღავნებენ ნაწარმოების სიღრმისეულ ცოდნას.
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია,იცავენ დროის ლიმიტს, თანამშრომლობენ, გამოთქვამენ აზრს, მაგრამ ასაბუთებენ ნაწილობრივ.ჩანს, რომ ნაწარმოები კარგად იციან.
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია, უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა, ნაკლებად თანამშრომლობენ, უჭირთ აზრის დასაბუთება.
ნაწარმოები იციან საშუალოდ.
ჯგუფის ყველა წევრი არ არის ჩართული, არ იცავენ დროის ლიმიტს, არ თანამშრომლობენ, ვერ ასაბუთებენ აზრებს.
პრეზენტაცია
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად, ადეკვატურად და ამომწურავად პასუხობს კითხვებს
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად, ადეკვატურად პასუხობს კითხვებს.
სათქმელს გადმოსცემს გასაგებად, პასუხობს კითხვების ნახევარზე მეტს.
უჭირს სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა, ვერ პასუხობს კითხვებს.
ტექსტის ანალიზი
მოსწავლე აანალიზებს ტექსტს, მოჰყავს დამაჯერებელი არგუმენტები ნაწარმოებიდან, შემოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია. 
მოსწავლე აანალიზებს ტექსტს, მოჰყავს არგუმენტები ნაწამოებიდან, შეუძლია ტექსტში იპოვოს მთავარი აზრის გამომხატველი წინადადებები.
მოსწავლე ნაწილობრივ აანალიზებს ტექსტს, მოჰყავს არგუმენტები, მაგრამ ზოგჯერ არასწორი, უჭირს მთავარი აზრის გამოტანა.
მოსწავლე ვერ ააალიზებს ტექსტს, ვერ მოჰყავს არგუმენტები, ვერ გამოაქვს მთავარი აზრი.

თვითშეფასების ცხრილი
რა დამრჩა დღევანდელი გაკვეთილიდან
რას გავაკრიტიკებდი
რა დარჩა ჩემთვის გაუგებარი





No comments:

Post a Comment