საზოგადოებრივი საქმიანობა, საზოგადოებრივი სარგებელი, პრობლემები და მათი გადაჭრის ალგორითმი




16.03.2016

გაკვეთილის თემა
საზოგადოებრივი საქმიანობა, საზოგადოებრივი სარგებელი, პრობლემები და მათი გადაჭრის ალგორითმი
სწავლების საფეხური და კლასი
საბაზო: წალკის მუნიციპალიტეტის.სოფ.გუმბათის საჯარო სკოლა .მე–10 კლასი
გაკვეთილის ტიპი
ინტეგრირებული
ინტეგრირებული საგნები:

სამოქალაქო განათლება
ქართული ლიტერატურა
მასწავლებლების სახელი, გვარი
მანანა ბოლქვაძე
ციცინო გობაძე
მოსწავლეთა რაოდენობა
16
განსაკუთრებული საჭიროებისა და მიდგომის მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
არ გვყავს
გაკვეთილის ხანგძლივობა
45 X 2 წთ
გაკვეთილის წინაპირობა
სამოქალაქო განათლება: მოსწავლეებმა იციან თემში არსებული საზოგადოებრივი პრობლემები, როგორიცაა:ეკოლოგიური და სოციალური პრობლემები.აქვთ საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება აღნიშნული საკითხებისადმი.

ქართული ლიტერატურა: მოსწავლეებმა იციან ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია, შემოქმედება, მისი ხედვა საზოგადოებრივი პრობლემებისადმი.
  კლასიწინასწარდავყავით ორ ჯგუფად,მიეცათ შემდეგი დავალებები:
I ჯგუფი:კვლევის ჩატარება თემში არსებული პრობლემების გამოსავლენად და მათი პრეზენტაცია;
II ჯგუფი:მოსწავლეებმა მოიძიონ ვაჟას შემოქმედებაში ავტორისეული პოზიცია, თუ როგორ ჰქონდა გააზრებული და გათავისებული თემის პრობლემები;
გაკვეთილის მიზნები:
სამოქალაქო განათლება:
საზოგადოებრივი საქმიანობის მნიშვნელობის გააზრება, საზოგადოებრივი სარგებლის არსის გარკვევა, პრობლემის შერჩევა პრაქტიკული სამუშაოსათვის, პრობლემის გადასაჭრელად  აუცილებელი თანმიმდევრული ქმედებების მნიშვნელობის გათავისება, პრობლემის გადაჭრის ალგორითმის საფეხურების გააზრება მოსწავლეთა მიერ.
ქართული ლიტერატურა:ვაჟა-ფშაველას ცხოვრების ეპიზოდების გაცნობა, მისი შეხედულებების გააზრება. პოეტის დამოკიდებულება საზოგადოებრივი პრობლემებისადმი, ლექსებისამონარიდების გააზრება, პარალელების გავლება თანამედროვეობასთან.
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები
მოქ.X.1. მოსწავლეს შეუძლია თვითდამკვიდრება საზოგადოებაში.
მოქ.X.2.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანური ღირსების არსი.
მოქ.X.3. მოსწავლეს შეუძლია  დააკავშიროს თავისუფალი პიროვნებისა და აქტიური მოქალაქის თვისებები.
მოქ.X.5.  მოსწავლეს შეუძლია  გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტა.
მოქ.X.7. მოსწავლეს შეუძლია  სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი საფუძვლების კვლევა.


ქართ. X. 1.მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
ქართ. X. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს  შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.
ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამო-სვლისას მოსწავლეს შეუძ-ლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერე-ბელი ხერხების გამოყენება.
ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება. 
ქართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
თანმიმდევრობა
(აქტივობა/დრო)
გაკვეთილის A ფაზა - გამოწვევა
აქტივობა  1: გაკვეთილის მიზნის გაცნობა: 2წთ
აქტივობა 2:გონებრივი იერიში
წინდაწინ მომზადებულ ფორმატზე წერიაფრაზა:,,საზოგადოებრივი საქმიანობა“
მოსწავლეთა ინიცირებისათვის მასწავლებელი სვამს კითხვას: როგორ გესმით ,, საზოგადოებრივი საქმიანობა“?
(გონებრივი იერიშის ამ ნაწილს უძღვება სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მცირე კომენტარებით)5 წთ
 დაფიქსირებული პასუხების შემდგომ მასწავლებლის კომენტარი კეთდება:
Ø  თუ რომელ მუშაობას შეიძლება ეწოდოს ,,საზოგადოებრივი საქმიანობა“;
Ø  ,,საზოგადოებრივი საქმიანობა“ – მისი პოზიტიური, კეთილისმყოფელი გავლენა და დადებითი შედეგი საზოგადოებისათვის;
Ø  ჩვენი პასუხისმგებლობა და თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლის შექმნაში;

ქართული ლიტერატურის მასწავლებელი აკეთებს  აქცენტებს ვაჟას ბიოგრაფიასა და შემოქმედებიდან მისეულ ხედვას სათემო პრობლემებზე.4 წთ
გაკვეთილის B ფაზა - სიღრმისეულიწვდომა
აქტივობა 1:  ჯგუფები აკეთებენ წინდა-წინ მიცემულ დავალებებზე პრეზენტაციებს. თითოეული პრეზენტაცია კითხვა-პასუხებით 10-10 წუთი

აქტივობა 2.შემოგვაქვს ციტატები ვაჟას ლექსებიდან:
,,საწყალთ საწყლობა რომ მესმის, იმათ ვარამზე ვწუწუნებ“
 ,,ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, რომ დაჩაგრულსა სწყალობდე“
4 ჯგუფად გაყოფილ კლასს  ვთხოვთ„T”სქემის მეთოდით ერთმხარესჩამოწერონ თემის  რა პრობლემას გულისხმობდა ვაჟა, ხოლო მეორე მხარეს დაწერონ ავტორი რომ ცოცხალი ყოფილიყო დღევანდელი რეალობიდან კიდე რა პრობლემებზე გაამახვილებდა ყურადღებას.
თითოეული ჯგუფი გვაცნობს თავის ნამუშევარს
12 წთ

Ø  აქტივობა3.იგივე ჯგუფებს ეძლევათ 2 სხვადასხვა სიტუაციური ამოცანა.(2 ჯგუფს ერთნაირი  შეხვდება)ეს ამოცანა ეხება რეალურ ,აქტუალურ საზოგადოებრივ პრობლემებს.მათ უნდა შეაფასონ გაანალიზონ და მოგვაწოდონ მათი გადაჭრის გზები „აქტიური მოქალაქის პოზიციიდან“7 წთ
აქტივობა 3 . დისკუსია _ აღნიშნული სიტუაციური ამოცანებიდან გამომდინარე დისკუსია თემაზე „მე და საზოგადოება“ .12 წთ
სადისკუსიო თემები:
1.      რამდენად ნაცნობია თქვენთვის ამოცანებში წამოჭრილი პრობლემები და კიდევ რა მსგავს პრობლემებს ვხდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში?
2.ვინ არის ვალდებული ჩვენ მიერ დასახელებული პრობლემების მოგვარებაში?
3..რას ნიშნავს ჩენთვის პატიება და რამდენად შეუძლია მას ადამიანის გამოსწორება?

გაკვეთილის C ფაზა - რეფლექსია
აქტივობა1:ვაჩვენებთ ამონარიდს სპექტაკლიდან ,,გოგოთურ და აფშინა“10წთ.

აქტივობა 2.სპექტაკლის დასრულების შემდეგ დაფაზე ვაკრავთ ცხრილს ,თითოეულ გრაფაში მოსწავლეები ამაგრებენ წებოვან ქაღალდებს, სადაც  ეწერება
ü  დაწერონ წეპოვან ქაღალდებზე ის პრობლემები, რომლებიც გამოიკვეთა ნაწარმოებში და ვაკრავთ ამ ქაღალდებს ცხრილის პირველ გრაფაზე,
ü  შემდეგ ვთხოვთ ისევ წყვილებს, დაწერონ ასევე ქაღალდებზე, როგორ გადაწყდა ეს პრობლემები ნაწარმოებში და ვაკრავთ ცხრილის მეორე გრაფაში.
ü  აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსწავლეებს ვთხოვთ, გამოიტანონ დასკვნა, რა არის ნაწარმოების მთავარი სათქმელი, რას ფიქრობს ვაჟა, რამ შეიძლება გამოასწოროს ადამიანი.

/შესასრულებელი დავალება ,სავარაუდოდ, ასე გამოიყურება:/
ნაწარმოებში გამოკვეთილი პრობლემები
პრობლემის გადაჭრის გზები
ნაწარმოების მთავარი სათქმელი
·         სიმდიდრისმოყვარულობა
·          
·          
·          
·         ოჯახური პრობლემა (განსხვავებული აზრი)
·         ყაჩაღობა

·         საუბარი ფსიქოლოგიური ზემოქმედება
·         უგულებელყოფა, თავის არიდება.
·          
·         მსგავს სიტუაციაში  ჩაყენება,
·         პატიება
პატიება და ჭეშმარიტი სინანული ადამიანს აღადგენს და აკავშირებს საზოგადოებასთან
7 წთ



შემაჯამებელი დასკვნა.მასწავლებლები:სულ5 წთ


საშინაო დავალების მიცემა:
ესე : „ჩემი როლი და პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი პრობლემის მოგვარებაში“3 წთ
შეფასება
შეფასება მოხდება განმსაზღვრელი და განმავითარებელი, ასევე ჯგუფური. შეფასდებიან მოსწავლეები წინასწარ შედგენილი რუბრიკის მიხედვით.3წთ
საკლასო მენეჯმენტი_ საგანმანათლებლო რესურსები
 1.ქართველი მწერლები სკოლაში _ ვაჟა-ფშაველა 
2.თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლობისათვის _ ნინო გვარამაძე, ნინო მიწიშვილი.(მოსწავლის წიგნი).
3.სარგებლობისათვის _ ნინო გვარამაძე, ნინო მიწიშვილი (მასწავლებლის წიგნი),
კომპიუტერი, პროექტფორი, ფომატი,დაფა,ცარცი,მარკერი,თაბახის ფურცლები ,საწერიკალმები,ვაჟაფშაველას სურათი,სპექტაკლივაჟა-ფშაველას ,,გოგოთურ და აფშინა“.





თვითშეფასების ცხრილი
მე შევასრულე შემდეგი ქმედებები
აღმოვაჩინე, რომ
ვისწავლე, როგორ უნდა მოვიქცე შემდეგ სიტუაციებში:


შეფასების რუბრიკები

არგუმენტირებული მსჯელობის შეფასების კრიტერიუმები

ქულები და კრიტერიუმები
ფრიადი (9_10)
კარგი (7_8)
საშუალო (4_6)
სუსტი ( 1_3)








აქტივობები
დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოაჩენს თავის მოსაზრებას, უსმენს სხვებს, კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის პატივისცემას, მაშინაც კი, როცა არ ეთანხმება.
ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას, უსმენს სხვებს და დს საკუთარ აზრს გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
ზოგჯერ ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას, უსმენს სხვებს და აცლის საუბრის დამთავრებას.
ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს, არ უსმენს სხვებს და არ აცლის საუბრის დამთავრებას.


ჯგუფური მუშაობის შეფასების კრიტერიუმები

ქულები და კრიტერიუმები
ფრიადი (9_10)
კარგი (7_8)
საშუალო (4_6)
სუსტი ( 1_3)




აქტივობები
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია, იცავენ დროის ლიმიტს, წევრები თანამშრომლობენ, არგუმენტირებულად ასაბუთებენ აზრებს, ადეკვატური არგუმენტები
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია,იცავენ დროის ლიმიტს, თანამშრომლობენ, გამოთქვამენ აზრს, მაგრამ ასაბუთებენ ნაწილობრივ.
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია, უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა, ნაკლებად თანამშრომლობენ, უჭირთ აზრის დასაბუთება
ჯგუფის ყველა წევრი არ არის ჩართული, არ იცავენ დროის ლიმიტს, არ თანამშრომლობენ, ვერ ასაბუთებენ აზრებს.




პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები

ქულები და კრიტერიუმები
ფრიადი (9_10)
კარგი (7_8)
საშუალო (4_6)
სუსტი ( 1_3)



აქტივობები
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად, ადეკვატურად და ამომწურავად პასუხობს კითხვებს
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად, ადეკვატურად პასუხობს კითხვებს.
სათქმელს გადმოსცემს გასაგებად, პასუხობს კითხვების ნახევარზე მეტს.
უჭირს სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა, ვერ პასუხობს კითხვებს.












No comments:

Post a Comment