აღზრდა, გარემო თუ მემკვიდრეობა



ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
15.05.2014.

გაკვეთილის თემა
აღზრდა, გარემო თუ მემკვიდრეობა
სწავლების საფეხური და კლასი
საშუალო. მე–10 კლასი
ინტეგრირებული საგნები: მასწავლებლების სახელი, გვარი
ქართული ლიტერატურა_ ციცინო გობაძე
ბიოლოგია _ ნათელა კახაძე
მოსწავლეთა რაოდენობა
11
განსაკუთრებული საჭიროებისა და მიდგომის მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
0
გაკვეთილის წინაპირობა
 ქართული ლიტერატურა: მოსწავლეები ისწავლიან სულხან–საბა ორბელიანის „მემკვიდრის არზრდას“ და შოთა რუსტაველის „ვეფხისტყაოსანს“ ყურადღებას გაამახვილებენ აღზრდის როლზე.
ბიოლოგია: მოსწავლეები ისწავლიან დნმ–ის როლს პიროვნების განვითარებაში. ნახავენ ვიდეოს დნმ–ზე.
      დაამუშავებენ თემას: აღზრდა, გარემო თუ მემკვიდრეობა.
გაკვეთილის მიზნები:
ქართული ლიტერატურა:მოსწავლეები გაიგებენ თუ რა როლი ეკისრება პიროვნების ჩამოყალიბებაში აღზრდას, გააანალიზებენ „ვეფხისტყაოსანსა“ და „მემკვიდრის აღზრდაში“ რა როლს ანიჭებენ ავტორები ტახტის მემკვიდრის აღზრდას. შეადარებენ სხვადასხვა ავტორების აზრს აღზრდის შესახებ.
ბიოლოგია:მოსწავლეები გაიგებენ დნმ–ის მნიშვნელობას პიროვნების ჩამოყალიბებაში. ახსნიან, თუ როგორ შეუძლია გარემომ იმოქმედოს ადამიანზე, იმსჯელებენ აღზრდისა და მემკვიდრეობის ურთიერთმიმართებაზე.
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება. 
ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
ქართ. X. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს  შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.
ვლ.X.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.
კვლ.X.4.მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
ბიოლ.X.6.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა, ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის კანონები; იმსჯელოს გენეტიკის მნიშვნელობაზე სელექციასა და მედიცინაში.


თანმიმდევრობა
(აქტივობა/დრო)
აქტივობა 1: ქართული ენის მასწავლებელი   დაუსვამს მოსწავლეებს  რამდენიმე შეკითხვას.(მოტივაციის მიზნით) 1. დამისახელეთ სამი ფაქტორი, რომელიც აუცილებელია ადამიანის ჩამოყალიბებაში;
2. რომელ ფაქტორს ანიჭებს უპირატესობას სულხან–საბა ორბელიანი?
3. რომელ ფაქტორს ანიჭებს უპირატესობას  შოთა რუსთაველი? 3წთ
ბიოლოგიის მასწავლებელი დაუსვამს მოსწავლეებს შეკითხვებს: 1. რა ინფორმაციას შეიცავს დნმ? 2. რას ნიშნავს მემკვიდრეობა? 3წთ
აქტივობა2.  რამდენიმე მოსწავლე წაიკითხავს თემას და დაასაბუთებს, თუ  ადამიანის ჩამოყალიბების რომელ ფაქტორს ანიჭებს თვითონ უპირატესობას. 10წთ
აქტივობა 3. წაკითხული თემების ირგვლივ გაიმართება დისკუსია, მოსწავლეები დააფიქსირებენ თავიანთ აზრებს ამ საკითხის ირგვლივ და დაასაბუთებენ. დაუკავშირებენ მათ მიერ შესწავლილ ლიტერარურას.10 წთ
აქტივობა 4.მოსწავლეებს ვყოფთ სამ ჯგუფად და ვაძლევთ დავალებებს: 1–ლი ჯგუფი: იმსჯელეთ, რატომ ენიჭებოდა უპირატესობა აღზრდას რუსთაველისა და სულხან–საბა ორბელიანის ეპოქაში. მოიყვანეთ არგუმენტები.
მე–2 ჯგუფი: იმსჯელეთ დნმ–ის შემადგენლობაზე; მოიყვანეთ არგუმენტები.
მე–3 ჯგუფი: იმსჯელეთ გარემოს როლზე, მოიყვანეთ არგუმენტები.5წთ
აქტივობა5. ჯგუფები გააკეთებენ პრეზენტაციებს 6წთ
აქტივობა 6. სტრატეგია 321. მოსწავლეებიშეავსებენ თვითშეფასების ცხრილს,
3 რამ, რამაც დამაინტერესა ამ გაკვეთილიდან. 2 რამ რის შესახებაც ვიმსჯელებდი, 1 რამ, რასაც გავაკრიტიკებდი. 3წთ
აქტივობა 7. გაკვეთილის შეჯამება.3წთ


შეფასება
შეფასება მოხდება განმსაზღვრელი და განმავითარებელი, ასევე ჯგუფური. შეფასდებიან მოსწავლეები წინასწარ შედგენილი რუბრიკის მიხედვით.
საკლასო მენეჯმენტი_ საგანმანათლებლო რესურსები
მე–10 კლასის ლიტერატურის სახელმძღვანელო,
მე–10 კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელო,
ინტერნეტი, დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები.


შეფასების რუბრიკა ქართულ ლიტერატურაში
ქულები და კრიტერიუმები
ფრიადი (9_10)
კარგი (7_8)
საშუალო (4_6)
სუსტი ( 1_3)
წერითი დავალება
მოხერხებულად იყენებს მიზნის შესაბაბამის და აუდიტორიის მისაზიდ ენობრივ საშუალებებს, მდიდარ ლექსიკას, მოჰყავს არგუმენტები შესწავლილი ნაწარმოებებიდან, თავის აზრს ასაბუთებს დამაჯერებლად.
ჩანს მიზანი, დაწერილია აუდიტორიისათვის გასაგები ენით.იყენებს შესაფერის ლექსიკას, უშვებს მცირე შეცდომებს. თავის აზრს ასაბუთებს შესწავლილი ნაწარმოებიდან.  მოჰყავს არასრული არგუმენტები.
ჩანს მიზანი და აუდიტორიის გათვალისწინების მცდელობა.იყენებს ღარიბ ლექსიკას, უშვებს  შეცდომებს, უჭირს ნაწარმოებებიდან დამაჯერებელი არგუმენტების მოყვანა.
არ ჩანს მიზანი და აუდიტორია არ იყენებს არგუმენტებს, იყენებს შეუფერებელ ლექსიკას, უშვებს ბევრ შეცდომას.
არგუმენტირებული მსჯელობა (დისკუსიაში  ჩართულობა)
დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოაჩენს თავის მოსაზრებას, უსმენს სხვებს, კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის პატივისცემას, მაშინაც კი, როცა არ ეთანხმება.
ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას, უსმენს სხვებს და დს საკუთარ აზრს გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
ზოგჯერ ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას, უსმენს სხვებს და აცლის საუბრის დამთავრებას.
ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს, არ უსმენს სხვებს და არ აცლის საუბრის დამთავრებას.
ჯგუფური მუშაობა
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია, იცავენ დროის ლიმიტს, წევრები თანამშრომლობენ, არგუმენტირებულად ასაბუთებენ, თუ რატომ ექცეოდა  ტახტის მემკვიდრის აღზრდას  დიდი მნიშვნელობა რუსთაველისა და სულხან–საბას ეპოქაში
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია,იცავენ დროის ლიმიტს, თანამშრომლობენ, გამოთქვამენ აზრს, მაგრამ ასაბუთებენ ნაწილობრივ.
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია, უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა, ნაკლებად თანამშრომლობენ, უჭირთ აზრის დასაბუთება.
ჯგუფის ყველა წევრი არ არის ჩართული, არ იცავენ დროის ლიმიტს, არ თანამშრომლობენ, ვერ ასაბუთებენ აზრებს.
პრეზენტაცია
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად, ადეკვატურად და ამომწურავად პასუხობს კითხვებს
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად, ადეკვატურად პასუხობს კითხვებს.
სათქმელს გადმოსცემს გასაგებად, პასუხობს კითხვების ნახევარზე მეტს.
უჭირს სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა, ვერ პასუხობს კითხვებს.




















































No comments:

Post a Comment