კ. გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენა" და მეოცე საუკუნის საქართველო


ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
1.გაკვეთილის თემა
 კ.გამსახურდიას  “დიდოსტატის მარჯვენა” და XX  საუკუნის საქართველო
2.სწავლების საფეხური და კლასი
საშუალო, XII კლასი
3.ინტეგრირებული საგნები

მასწავლებლების სახელი, გვარი

ქართული ლიტერატურა – ციცინო გობაძე (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი)

 ისტორია –მაყვალა კახაძე (ისტორიის მასწავლებელი)
4.მოსწავლეთა რაოდენობა
12
5.განსაკუთრებული საჭიროების მქონემოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
0
6.გაკვეთილის სასწავლო მიზნები
(საგნების მიხედვით)

ქართული ლიტერატურა: მოსწავლეები გაეცნობიან კ.გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენას”, ამოიცნობენ ნაწარმოების მთავარ სათქმელს,  დაინახავენ, თუ რა საშუალებებით აღწერს მწერალი თავის თანამედროვე ეპოქას.
ისტორია: მოსწავლეები გააცნობიერებენ მეოცე საუკუნის 20-30-ანი  წლების მოვლენებს, გაითავისებენ 37-იანი წლების სისასტიკეს, ისტორიული თვალსაზრისით შეაფასებენ ეპოქას.
7.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი
ქართ. XII. 1. მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.

ქართ. XII. 2. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროექტების კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება.
ქართ. XII. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტე-ქსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.

ქართ. XII. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტექსტში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან შედარება.

ქართ. XII. 7. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს კულტურული, სოციალური
ისტ. XII.3. მოსწავლეს შეუძლია   XIX  და XX საუკუნეებში მმართველობით სტრუქტურებში მომხდარ ცვლილებების ანალიზი.
და ისტორიული ფასეულობების გავლენა ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე.
ისტ. XII.5. მოსწავლეს შეუძლია   XIX  და XX საუკუნეებში  სოციალური სტრუქ­ტურების ურთიერთ­მიმართების კვლევა.

ისტ. XII.6.  მოსწავლეს შეუძლია  მსჯელობა საზოგადოების ცნობიერებაზე ახალი და უახლესი ისტორიის პერიოდში ჩამოყალიბებული სოციალური სტრუქტურების გავლენის შესახებ.
ისტ. XII.7. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა  რელიგიის მნიშვნელობაზეXIX  და XX სს. -ში მისი მსოფლიოსა და საქართველოზე მისი გავლენის შეფასება.

ისტ. XII.8. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა კულტურების ურთიერთების კვლევა.
8.თანმიმდევრობა 
(აქტივობა და დრო)
აქტივობა 1.სამოტივაციო საუბარი.(გონებრივი იერიში)  (3 წუთი).


განწყობის შექმნის მიზნით გაკვეთილს ვიწყებთ შემდეგნაირად: ქართულის მასწავლებელი კომპიუტერით აჩვენებს მოსწავლეებს სვეტიცხოველის ფოტოებს, პარალელურად ისტორის მასწავლებელი სვამს შეკითხვებს:1. რომელ წლებში აიგო დღევანდელი სვეტიცხოველი? 2. ვისი მეფობის დროს აიგო? 3. რომელი მდინარეების შესაყართანაა ეს ტაძარი აგებული? 4. სად არის დაკრძალული ერეკლეII ?




აქტივობა 2.  საშინაო დავალების შემოწმება. 5წთ
     ვაძლევთ დავალებას ჯგუფებში დაწერონ თემები: მწერლისდროინდელი ეპოქა “დიდოსტატის მარჯვენაში”
მოსწავლეებს ვყოფთ სამ  ჯგუფად, ჯგუფები ერთმანეთს უცვლიან დავალებებს, ამოწმებენ და აკეთებენ კომენტარებს.
ააქტივობა 3. კლასს ვყოფთ ტრიადებად. ვაძლევთ “დიდოსტატის მარჯვენადან” ამოკრებილ ფრაზებს და ვთხოვთ, თითოეულ ფრაზას მიუწერონ , მეოცე საუკუნის რომელ მოვლენასა გაახსენებთ. (10 წთ)
ააქტივობა3. ტრიადები აკეთებენ პრეზენტაციას, პარალელურად ერთვება მთელი კლასი და იმართება დისკუსია.(10 წთ)
ააქტივობა 4  ვაჩვენებ კადრს კინოფილმიდან “დიდოსტატის მარჯვენა” სადაც საუბრობენ გიორგი მეფე და მელქისედეკ კათალიკოსი. (3წთ)
ააქტივობა 5 მინი-დისკუსია 10წთ

აქტივობა 6 ვენის დიაგრამა და დასკვნითი კითხვები (8წთ)
]







  


9.შეფასება
    შეფასება მოხდება წინასწარ შემუშავებული რუბრიკით, რომლის შესახებ მოსწავლეებს გაკვეთილის დასაწყისში ეცნობებათ.
შეფასდeba კლასში ჩართულობა და საკლასო დავალებები,ინფორმაციის დახარისხება,პრაქტიკული სამუშაო,პრეზენტაციისას არგუმენტირებული მსჯელობა,აზრის ლაკონურედ ჩამოყალიბება, კონტაქტი აუდitoriasTan.
                                                           
    
10.სასკოლო მენეჯმენტი
საგანმანათლებლო რესურსები
 კომპიუტერი, სვეტიცხოველის ფოტოები, კადრები კინოფილმიდან, წიგნი “დიდოსტატის მარჯვენა” –სასკოლო გამოცემა. საქართველოს ოსტორია- სასკოლო სახელმძღვანელო. 




                                         
              








  ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ლიტერატურასა და ისტორიაში
კლასი: XII
რიცხვი: 05.02.2013
მასწავლებლები: ციცინო გობაძე (ქართული ენა და ლიტერატურა)
                მაყვალა კახაძე (ისტორია)
თემა: კ. გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენა” და ხხ საუკუნე.
ანგარიში
გაკვეთილის ჩატარებამდე მოსწავლეებმა წაიკითხეს წიგნი “დიდოსტატის მარჯვენა”, ნახეს კინოფილმიც, ასევე დაამუშავეს მეოცე საუკუნის ისტორია, 20-30-იანი წლები, განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილეს 37-იანი წლების მოვლენებზე.
 მოსწავლეებს ჯგუფურად მივეცით დასამუშავებლად თემა: მწერლის თანამედროვე ეპოქის სახე კ. გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენაში”.
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1.გაკვეთილი დავიწყეთ სამოტივაციო კითხვებით; 3წთ
 ქართული ლიტერეტურის მასწავლებელმა კომპიუტერით აჩვენა მოსწავლეებს სვეტიცხოველის რამდენიმა სურათი, პარალელურად ისტორიის მასწავლებელმა დაუსვა მათ კითხვები: რომელ წლებში აიგო სვეტიცხოველი? ვისი მეფობის დროს აიგო ამჟამინდელი სვეტიცხოველი? რომელი მდინარეების შესართავთან არის სვეტიცხოველი? ვისი მარჯვენაა გამოსახული ფოტოზე?
 აქტივობა 2. საშინაო დავალების შემოწმება. 10წთ
   ჯგუფებს ვთხოვეთ შეუცვალონ ერთმანეთს ნამუშევრები და გააკეთონ ანალიზი, ამისათვის მივეცით 4 წთ, შემდეგ ჯგუფებმა გააკეთეს პრეზენტაციები, განსაკუთრებით კარგად შეფასდა პირველი ჯგუფის ნამუშევარი, ჩათვალეს, რომ ამ ჯგუფს ზუსტად ისე ჰქონდა გაკეთებული, რასაც პორობა ითვალისწინებდა, მეორე ჯგუფის ნამუშევარი შეაფასეს დადებითად, მათი აზრით, აღნიშნულ თემაში ძირითადად ყურადღება გამახვილებული იყო ნაწარმოებში ასახულ ეპოქაზე, და არა მეოცე საუკუნეზე. მესამე ჯგუფის ნაშრომზეც აღნიშნეს, რომ კარგი იყო, მაგრამ ყურადღება არ იყო გამახვილებული 37-იან წლებზე, რასაც ნაწარმოებში, თუმცა არააშკარად, მაგრამ მაინც დიდი ადგილი უჭირავს. (პრეზენტაციას დავუთმეთ 6წთ).
  აქტივობა 3. კლასი დავყავით ტრიადებად, თითოეულ მათგანს მივეცით ნაწარმოებიდან ამოკრებილი ფრაზები და ვთხოვეთ, დაეკავშირებინათ მეოცე საუკუნის იმ მოვლენასთან, რასაც გაახსენებდათ აღნიშნული ციტატები.
ციტატები Iჯგუფისათვის:
“დიდიხანია იცოდა გიორგიმ, არც მამამზე და არც მისი ვაჟი ჭიაბერი ქრისტიანები არ იყვნენ”.
 “ეკლესიაში სიარულითა და მარხულობით თავს არ იწუხებდა ფარსმანი,ჩუმჩუმად დასცინოდა კიდეც ქრისტეს სჯულს, მარიამის უხრწნელობის დოგმას აპამპილებდა”.
“..ისინი ჰხედავდნენ, გიორგი მეფევ უფრო და უფრო გულდრილი ხდებოდა სარწმუნოების მიმართ”.
“ბერძნებს ეს უნდათ, ჩვენი ანა დაგვავიწყონ და მათი შემოგვჩარონ პირში, ჩვენი წარსული დავივიწყოთ და მათი შევისწავლოთ, ჩვენი სამოსი შემოგვძარცვონ, მატი ჩავიცვათ,”
“…ბერძნებს ეს უნდატ, ერთმორწმუნე საქართველოც როგორმე სომხეთის დარად გადასანსლონ.”
ციტატები II ჯგუფისათვის:
“თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის მას”
“ჩვენში მოღალატეები სჯრბობენ ერტგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავის, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი,ჩემს მსტოვრებში ნახევარი ბიზანტიელებს ჰყავდათ  შესყიდულნი, ნახევარი სარკინოზებს.”
 “..ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას სარდლობა.”
“..მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოსები”.
  “ჩვენი უბედურება ესაა, სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.”
 “მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტირით, მაგრამ დიდიკაცი თუ გამოგვერია, ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.”
ციტატები III ჯგუფისათვის:
“ყველაზე უფრო ძვირფასი მხატვრისათვის მაინც იგია, რაც არც მელქისედეკ კათალიკოსს შეუკვეთია და არც მეფე გიორგის, ის, რასაც მოცალეობის ჟამს დახატავს იგი თამამით.”
  “მეფე გიორგი, მელქისედეკ კათალიკოსი, ისეთი გულბოროტი ადამიანებია, მაინც არ დაგიფასებენ შენს ღვაწლს.”
 “ განა მეფისა და კათალიკოსის წყალობის მოლიდინში შევალიე სვეტიცხოველს ჯანი? მე ჩემი ხელოვნება სიცოცხლეზე მეტად შემყვარებია, ამიტომაც განწირული მაქვს თავი”
“ მიაქუჩებდნენ ცხედრებს,  დავითნს წაუკითხავდა ხუცესი, დაჰყრიდნენ ურმებზე ჩაჰყრიდნენ ქალაქს გარეთ ორმოში. ( არც კაცს, არც ქვას, არც სიტყვას არ შემოუნახავს მათი სახელი.)”
 “ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს, სვეტიცხოველი კი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი.”
ციტატები IV ჯგუფისათვის:
 “დამპალი ქალაქია ბიზანტიონი.. ადამიანის ცოცხლად დამარხვა, ძელზე გაყვანა, მოწამვლა, ორივე ხელის მოჭრა და მკვლელის მიჩენა- ეს ყოველივე ბიზანტიაში ისწავლეს ჩვენმა მეფეებმა.”
 “არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავათ.”
 “მე ასე მგონია, ზვიად, ამაოდ შეაწყვიტა ამაოდ შეაწყვიტა პირველ გოდოლს გირშელმა სპაი, უკუიხმე ახლავე ერისთავი..”
 “სვეტიცხოვლის დანგრევა მოითხოვა ფარსმანმა, ხოლო განრისხებულმა გიორგიმ  “სვეტიცხოვლის ცუდად ამგებელს” მკლავის მოკვეთა მიუსაჯა.”
  “როცა დასიცხულ ავადმყოფს მარჯვენა წააცალა თბილისელმა ჯალათმა, თვით საღირასაც ცრემლი ჩამოსდინდა ერთადერთი თვალიდან”.
 “წამების დროს შემოაკვდათ მოხუცი, ასე, რომ ღვინის ქურდი თხლეს გადააყოლეს.”
აღნიშნული დავალების შესასრულებლად ჯგუფებს ჰქონდათ 5წთ.
პრეზენტაციასაც დავუთმეთ 5 წთ. სულ ამ აქტივიბას დასჭირდა 10წთ
აქტივობა ჳვ მინი-დისკუსია (10წთ) მოსწავლეებმა იმსჯელეს მეოცე საუკუნის პრობლემებზე, იმ თამატიკაზე, რაც დავალებებში გამოიკვეთა, კერძოდ, 24 წლის აჯანყებაზე, 37-იანი წლების მოვლენებზე, დაპატიმრებებსა და სასჯელებზე, მათახსენეს მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი და სხვები, რომლების ხალხის “მტრებისა და ჯაშუშების” ბრალდებებით მონათლეს, მოსწავლეებმა ახ სენსე აგრეთვე ათეიზმი და ის ლოზუნგები, რომლებითაც კომუნისტები სარგებლობდნენ, მაგალითად: “მე მოვკლავ მამას, დავახრჩობ დედას, თუ დამავალებს პარტია ამას”. გაიხსენეს მოღალატეები, და ისინი დაუკავშირეს ნაწარმოებში გადმოცემულ განდგომილ ფეოდალებს, საინტერესოდ განიხილეს ფარსმანის სახე, ეს ის ადამიანია, რომლებსაც იყენებდნენ ბოლშევიკები თავიანთი ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებსაც მიუხედავად თავიანთი ნიჭისა, არაფერი დაუტოვებიათ ქვეყნისათვის ღირებული, ამ ნიშნით ფარსმანი შეადარეს სტალინსა და ბერიას, მოსწავლეებმა აგრეთვე გააკეთეს კავშირი 1921 წელთან, და აღნიშნეს ის მოღალატეები, რომლებიც თეტრ ცხენზე ამხედრებულები შემოუძღვნენ მტერს საკუთარ ქვეყანაში, გაიხსენეს 24 წლის აჯანყება, აქაც რომ ერთსულოვნება ყოფილიყო, მტერი ვერაფერს დაგვაკლებდა.
გააკეთეს კავშირი დღევანდელობასთან, გაიხსენეს 9 აპრილი და 2008 წლის აგვისტოს მოვლენები.
აქტივობა Vმოსწავლეებს ვაჩვენეთ  3-წუთიანი კადრი კინოფილმიდან “დიდოსტატის მარჯვენა”. სადაც არის მელქისედეკ კათალიკოსისა და გიოგრი მეფის საუბარი. კერძოდ, გიორგი მეფის სიტყვები: “საერთოდ, ქურდი ხალხია ბიზანტიელები...”
დავსვით კითხვა: ვინ იყო მელქისედეკ ათალიკოსი?
მეოცე საუკუნის ოციანი წლების რომელ ცნობილ კათალიკოსს გაიხსენებდით?
მოსწავლეებმა გაიხსენეს ამბროსი ხელაია, და მისი ცნობილი სიტყვები: “ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული საქართველოს, გვამს კი რაც გინდათ ის უყავით, მტარვალებო!”
გავაკეთეთ ვენის დიაგრამა, შევადარეთ ნაწარმოებში ასახული მელქისედეკ კათალიკოსი ამბროსი ხელაი                              


მოსწავლეებმა ილიაII-ის ღვაწლსა და მნიშვნელობაზეც გააკეთეს კომენტარი.
დასასრულს დავსვით შემაჯამებელი კითხვა: მაინც რა ძალამ გადაარჩინა სვეტიცხოველი?
მოსწავლეებმა გააკეთეს კომენტარები: გაიხსენეს ისევ ნაწარმოებიდან სიტყვები “ხელოვნებაავ თავად უკვდავება, როცა ყველაფერს წვიმა წარხოცავს როცა ყველა ხმას ქარი წაიღებს, სვეტიცხოველი შეიმატებს დიდებას კიდევაც”.
მასწავლებლები: ციცინო გობაძე  ტელ:551095742  
                  ელ-ფოსტა:cicino.gobadze@gmail.com

              
                მაყვალა კახაძე   ტელ:551095744
29 01 2013
გაკვეთილზე გამოყენებული ფოტოები:


 








No comments:

Post a Comment