იყო არაბეთს როსტევან...

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
10.12.14
გაკვეთილის თემა
„იყო აარაბეთს როსტევან“ შოთა რუსთაველის  “ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით
სწავლების საფეხური და კლასი
საშუალო. მე–10 კლასი
ინტეგრირებული საგნები: მასწავლებლების სახელი, გვარი
ქართული ლიტერატურა_ ციცინო გობაძე
ისტორია _ მაყვალა კახაძე

მოსწავლეთა რაოდენობა
9*
განსაკუთრებული საჭიროებისა და მიდგომის მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
0
გაკვეთილის წინაპირობა
 მოსწავლეები შეისწავლიან შოთა რუსთაველის  „ ვეფხისტყაოსანს“.
მოსწავლეებს ვაძლევ დავალებებს: 1. წაიკითხონ ,,ვეფხისტყაოსნის“I თავი,,ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“
2. გაიხსენონ საქართველოს ისტორიიდან თამარის ტახტზე ასვლა და მე-XII საუკუნის საქართველოს მმართველობის ფორმები.
გაკვეთილის მიზნები:
ქართული ლიტერატურა:მოსწავლეები გაიგებენ ვეფხისტყაოსნის“ მნიშვნელობასა და მის გენიალურობას, გააანალიზებენ ნაწარმოებში ასახულ  რეალურ და არალეარულ სამყაროს.იმსჯელებენ  პოემაში,ასახულ რუსთაველის შეხედულებებზე იდეალური მეფისა და სახეწლმწიფოს შესახებ.
ისტორია _ მოსწავლეები ისწავლიან დავითისა და თამარის ეპოქას, დაუკავშირებენ მას „ვეფხისტყაოსანს“. იმსჯელებენ სახელმწიფოს მმართველობის ფორმებზე, დაუკავშირებენ მეთორმეტე საუკუნის საქართველოს დღევანდელი მმართველობის ფორმას.
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები

ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
ქართ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.

ქართ. X. 7. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია. 
ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.

ისტ.X.4. მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზოს და შეაფასოს  ისტორიული მოვლენის განსხვავებული ინტერპრეტაციები.

ისტ.X.5. მოსწავლეს შეუძლია   ისტორიული წყაროების კლასიფიცირება.

ისტ.X.6. მოსწავლეს შეუძლია   გაანალიზოს პირველადი და მეორადი წყაროები.

ისტ.X.7. მოსწავლეს შეუძლია  ისტორიულ კვლევ დაგეგმა და ატარებ.

თანმიმდევრობა
(აქტივობა/დრო)
აქტივობა I   4წთ ვსვამთ სამოტივაციო კითხვებს: ლიტერატურა:
1.      ვის მიუძღვნა რუსთაველმა ვეფხისტყაოსანი?
2.      საიდან ჩანს რომ პოემა დავითს სოსლანსა  და თამარს მიუძღვნა?
3.      ისტორიკოსების აზრით რა თანამდებობა ეკავა რუსთაველს თამარის სამეფო კარზე?
ისტორია
1.      რას ნიშნავს მეჭურჭლეთუხუცესი?
2.      კიდევ რომელ თანამდებობებს იცნობთ სამეფო კარზე?
3.      ვინ იყო  ეზოსმოძღვარი?
4.       
აქტივობა II 4წთ
 ისტორიის მასწავლებელი კლასს ყოფს ორ ფგუფად და სთხოვს
1.      ჩამოწერეთ იდეალური მეფის თვისებები, თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს იდეალური მეფე?
2.      აღწერეთ, რა გსმენიათ მეფედ კურთხევის ცერემონიალის შესახებ?
პრეზენტაცია 4წთ
აქტივობა III 5წთ ვუყურებთ ვიდეოს: თამარის გამეფება.
აქტივობა IV 5წთ
ვასმენინებ ტექსტს,  ,,იყო არაბეთს როსტევან.5წთ
აქტივობა V 5წთ.ვაკეთებთ შედარებას, რამდენად დაემთხვა ჩვენი აზრი
რუსთველისეულ იდეალურ მეფეს.
ვადარებთ   თამარის ტახტზე ასვლის ცერემონიალს  თინათინის გამეფებას
ვაკეთებთ ვენის დიაგრამებს.
აქტივობა  VIდისკუსია: 10წთ რუსთაველი მეფეთა შესახებ, აფორიზმები:
აქტივობა VII  10წთ. კლასს ვყოფთ წყვილებად და ვსთხოვთ ამოიწერონ ტექსტიდან ის თანამდებობები, რაც გვხდება ამ მონაკვეთში.
ვთხოვ დაამატონ კიდევ რომელი თანამდებობები იციან, რაც მეთორმეტე საუკუნეში გვხდებოდა,
მსჯელობა: დღეს ვინ მართავს ქვეყანას და რომელი თანამდებობები შეესაბამება ჩვენს მიერ ჩამოწერილებს?(გავაკეთოთ სქემა)
აქტივობა VIII საშინაო დავალების მიცემა: ,,ლეკვი ლომისა სწორია“


შეფასება
შეფასება მოხდება განმსაზღვრელი და განმავითარებელი, ასევე ჯგუფური. შეფასდებიან მოსწავლეები წინასწარ შედგენილი რუბრიკის მიხედვით.
საკლასო მენეჯმენტი_ საგანმანათლებლო რესურსები
მე–10 კლასის ლიტერატურის სახელმძღვანელო,
მე–10 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო,
 „ვეფხისტყაოსანი“_ სასკოლო გამოცემა.
ვიდეოები, კონტურული რუკები, 
ინტერნეტი, დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები.
http://www.orthodoxy.ge/istoria/qartlis_tskhovreba/tamari1.htm




შეფასების რუბრიკა ქართულ ლიტერატურაში
ქულები და კრიტერიუმები
ფრიადი (9_10)
კარგი (7_8)
საშუალო (4_6)
სუსტი ( 1_3)
წერითი დავალება
მოხერხებულად იყენებს მიზნის შესაბაბამის და აუდიტორიის მისაზიდ ენობრივ საშუალებებს, მდიდარ ლექსიკას, მოჰყავს არგუმენტები შესწავლილი ნაწარმოებებიდან, თავის აზრს ასაბუთებს დამაჯერებლად.
ჩანს მიზანი, დაწერილია აუდიტორიისათვის გასაგები ენით.იყენებს შესაფერის ლექსიკას, უშვებს მცირე შეცდომებს. თავის აზრს ასაბუთებს შესწავლილი ნაწარმოებიდან.  მოჰყავს არასრული არგუმენტები.
ჩანს მიზანი და აუდიტორიის გათვალისწინების მცდელობა.იყენებს ღარიბ ლექსიკას, უშვებს  შეცდომებს, უჭირს ნაწარმოებებიდან დამაჯერებელი არგუმენტების მოყვანა.
არ ჩანს მიზანი და აუდიტორია არ იყენებს არგუმენტებს, იყენებს შეუფერებელ ლექსიკას, უშვებს ბევრ შეცდომას.
არგუმენტირებული მსჯელობა
დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოაჩენს თავის მოსაზრებას, უსმენს სხვებს, კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის პატივისცემას, მაშინაც კი, როცა არ ეთანხმება.
ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას, უსმენს სხვებს და დს საკუთარ აზრს გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
ზოგჯერ ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას, უსმენს სხვებს და აცლის საუბრის დამთავრებას.
ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს, არ უსმენს სხვებს და არ აცლის საუბრის დამთავრებას.
ჯგუფური მუშაობა
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია, იცავენ დროის ლიმიტს, წევრები თანამშრომლობენ, არგუმენტირებულად ასაბუთებენ აზრებს, მოჰყავთ „ვეფხისტყაოსნიდან“ ადეკვატური არგუმენტები,ამჟღავნებენ ნაწარმოების სიღრმისეულ ცოდნას.
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია,იცავენ დროის ლიმიტს, თანამშრომლობენ, გამოთქვამენ აზრს, მაგრამ ასაბუთებენ ნაწილობრივ.ჩანს, რომ ნაწარმოები კარგად იციან.
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია, უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა, ნაკლებად თანამშრომლობენ, უჭირთ აზრის დასაბუთება.
ნაწარმოები იციან საშუალოდ.
ჯგუფის ყველა წევრი არ არის ჩართული, არ იცავენ დროის ლიმიტს, არ თანამშრომლობენ, ვერ ასაბუთებენ აზრებს.
პრეზენტაცია
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად, ადეკვატურად და ამომწურავად პასუხობს კითხვებს
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად, ადეკვატურად პასუხობს კითხვებს.
სათქმელს გადმოსცემს გასაგებად, პასუხობს კითხვების ნახევარზე მეტს.
უჭირს სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა, ვერ პასუხობს კითხვებს.
ტექსტის ანალიზი
მოსწავლე აანალიზებს ტექსტს, მოჰყავს დამაჯერებელი არგუმენტები ნაწარმოებიდან, შემოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია. 
მოსწავლე აანალიზებს ტექსტს, მოჰყავს არგუმენტები ნაწამოებიდან, შეუძლია ტექსტში იპოვოს მთავარი აზრის გამომხატველი წინადადებები.
მოსწავლე ნაწილობრივ აანალიზებს ტექსტს, მოჰყავს არგუმენტები, მაგრამ ზოგჯერ არასწორი, უჭირს მთავარი აზრის გამოტანა.
მოსწავლე ვერ ააალიზებს ტექსტს, ვერ მოჰყავს არგუმენტები, ვერ გამოაქვს მთავარი აზრი.

თვითშეფასების ცხრილი
რა დამრჩა დღევანდელი გაკვეთილიდან
რას გავაკრიტიკებდი
რა დარჩა ჩემთვის გაუგებარი



დაჯდა მეფედ გიორგი, ძე დემეტრესი, დავითის შვილისა, ქორონიკონსა სამას სამოცდათხუთმეტსა. ამან დაყვნა მორჭმასა შინა ყოველნი ჟამნი და დღენი მისნი და იმეფა კეთილითა მეფობითა და მატა ყოველთა საყდართა, მონასტერთა და ეპისკოპოსთა. ამას შვილი არა ესუა და მისთჳს მწუხარე იყო უშვილოებისათჳს. მერმე ინება ზეგარდამო მოწყალებამან ღმრთისამან, და იწყო მობერვად ნიავმან ამომან, და იშვა მათგან ქალი, ქმნილ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლულო და შესატყჳსი. ამას დაარქუა სახელი თამარ.გარდაჴდეს ამას შინა წელნი რაოდენნიმე, და გარდაიცვალა მეფე გიორგი. და იქმნა გლოვა და მწუხარება უზომო, უფროსღა დასა თჳსსა რუსუდანს.ესე იყო სძალ-ყოფილი დიდთა სულტანთა შამირამეთი და დედოფალი ყოვლისა ხუარასნელთა უფლებისა, რომელი სიქურივისათჳს თჳსადვე მამულად მოყვანებული დედოფლად დაჯდა ქართველთად, უფროსღა დიდებად სახლისა თჳსისად და ყოვლისა ამის სამეფოსა. ამას წინაშე იყო თამარ მაშინ, ვითარცა თჳსსა მამიდასა თანა, დითურთ თჳსით, რომელსა რუსუდანვე მოაქუნდა სახელად. რომლისათჳს აწ დამაკლებს წინამდებარე ესე მითხრობად, თუ რაოდენ შუენიერება და თავდგმულობა ექმნა ყოველთა პირველ მისსა ყოფილთა დედოფალთა. ვიკადროთ რამე, რამეთუ ოთხმოცისა წელიწდისა დღეთამან შეიყუარა მტკიცედ ქალწულება, სიწმიდე და სიკეთე დიდად სრული.და ჩუენ პირველსავე სიტყუასა წარუძღუეთ. გლოვა იყო ნამდჳლვე ღირსთა, არამედ არა თავს იდვეს წარჩინებულთა სამეფოსათა, მიმხედველთა თამარისთა. განიყარეს გლოვა და დასცეს საყჳრსა, ვითარცა ოდესმე სოლომონისთჳს, და დადგეს სჳანი ტახტი ვახტანგეთი, საყდარი დავითიანი, რომელი პირველ მთოვარისა განამზადა მეფეთ-მეფემან საბაოთ ელოიმ სამფლობელოდ ზღჳთი-ზღუამდი და მდინარითგან კიდემდი სოფლისა. აღმართეს სკიპტრა დიდებულთა, ძელი ჯუარისა და მის თანა დროშა დავითისი, არაოდეს მობერილი წინააღმდგომთაგან ნიავთა. და ყოველთა ერთჴმაქმნილთა აწჳეს თამარს ჴრმალი მამული თანა-საყდრითურთ მამისა მინიჭებული.ლიტონად-მე მიიღოა დიდმან ამან გონებამანა არა, ნუ იყოფინ! უმშუენოდ-მე შეიწყნარა იგი გჳრგჳნმან და მეფობამანა ანუ არა მაღნანტ ექმნა ყოველსა თუალსა თჳსად? ვინ ძუელი სიტყუა აქა ახლად ვიჴმაროთ ბრმა-შობილმან ბრმადვე წარვლო უმხედველომან თამარისმან. ტანსა ზომიერსა გრემანობა თუალთა და ღაწუთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნობა, მორცხჳ ხედვა, ლაღი მიმოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყჳს სინარნარე და ზრახვისა უჩუკნობა. არა ცუდად დასდვა ღმერთმან მადლად თამარს ესრეთ შემკულობა. რომლისათჳს არა უჯერო მიჩნს თქმად, ვითარმედ პირი ამისი პირველვე იყო დავითის მიერ თქმითა, რათა ლიტანიაობით თაყუანის-სცემდენ მეფენი და მთავარნი, და მეძღუნეობდენ ნათესავნი.ესრეთ იდიდა ღმერთი ყოველთა პირთაგან. იხილეს რა ჴელითა მღდელთმოძღუართათა მეფე გჳრგჳნოსანი, და ქება შეასხეს ძალითა საქებებსა ჴმითა ოხრისათა. და სთქუმცა, თუ ყოველნი ძალნიცა ზეცისანი თანაშემწე არიან სიხარულსა ქუეყანისათა. და ესე უსაკჳრველეს მიჩნს ყოვლისამე, რომელ სხუა მჴედარი არაოდეს იხილა მის ჟამისათა მამადებრ მეფედ და ყოველნი ვითარ გამოცდილნი სასოებითა წინასწრობითა უძღოდა ერთი-ერთსა, და სიხარულითა სავსენი ღმერთსა ჰმადლობდეს, მეფესა აქებდეს და თავთა ჰნატრიდეს.დაჯდა ნებითა ღმრთისათა თამარ მეფედ დასაბამითგანთა წელთა ექუსიათას ექუსას ოთხმოცდაექუსსა, ქორონიკონსა ოთხას და სამსა, შვილი მეფეთ-მეფისა გიორგისი, დიდისა დავითის ძისა დემეტრეს ძისაგან, ცოლისაგან ბურდუხან ოვსთა მეფისა ასულისა, რომელი ჰმატდა სიკეთესა დედათასა სხჳთა ყოვლითა, გარნა თამარის დედობითა, სძალი სხუა მისებრი მაშინ არა ეხილვა ქართლისა თემსა. და შემდგომითი-შემდგომად აქონ.
ეზოსმოძღვარი მეფის სასახლის, სამეურნეო-საფინანსო უწყების გამგებელი ძველი წელთააღრიცხვით უკანასკნელი და ახალი წელთააღრიცხვით პირველი საუკუნეების საქართველოში. დამოწმებულია არმაზის ბილინგვის არამეულ ტექსტში, სადაც ეზოსმოძღვარიძლევამოსილადიწოდება. ამ ორენოვანი წარწერის ბერძნულ ტექსტში მას შეესატყვისებაეპიტროპოსი“, რომელიც თავის მხრივ სახლის მმართველსპროკურატორს ნიშნავდა ძვ. რომში. არმაზის ბილინგვიდან ჩანს, რომ ეზოსმოძღვარის თანამდებობა მემკვიდრეობითი იყო.ბასილი ეზოსმოძღვარი, ეზოსმოძღუარი (ეზოსმოძღჳარი) — XII-XIII საუკუნეების ქართველი ისტორიკოსი, თამარ მეფის ეზოსმოძღვარი, მიჩნეულია (ივანე ჯავახიშვილი) თამარის ერთ-ერთ ისტორიკოსად (ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი).

No comments:

Post a Comment