ქუჩა,საზოგადოება, ღვინო და ნარკოტიკი



                               გაკვეთილის თემა

ქუჩა,საზოგადოება, ღვინო და ნარკოტიკი
საფეხური, კლასი


საშუალო.   მე-10 კლასი




ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლის სახელი, გვარი

ქართულილი ტერატურა_ ციცინო გობაძე
ბიოლოგია_ნათელა კახაძე
სამოქალაქო განათლება_ეთერი ხიმშიაშვილი
ფიზიკა_ მალხაზ ძირკვაძე

                                
მოსწავლეთა რაოდენობა კლასში

10

                                          
განასაკუთრებული მიდგომის მქონე მოსწავლეთა რაოდენობა

0
გაკვეთილის სასწავლო მიზნები

(საგნებისმიხედვით)
ქართული ლიტერატურა_ მოსწავლეები გაიხსენებენ ქარულ ლიტერატურაში ნასწავლი ნაწარმოებებიდან ღვინისა და თრობის უარყოფოთ გავლენა  ადამიანებზე: ისწავლიან ჟარგონებს, ქუჩურ ლექსიკას და მისუარყოფით მხარეს.
ბიოლოგია _ სტიმულატორების, ნარკოტიკების ზეგავლენები პიროვნებებსა და საზოგადოებაზე. დეპრასანტები და ჰალუცინოგენების მოხმარება და დოზირება, მათ მიერ გამოწვეული დაავადებები, მათთან ბრძოლის მეთოდები.
სამოქალაქო განათლება _ ალკოჰილური და ნარკოტიკული ნივთიერების უარყოფითი გავლენა საზოგადოებაზე და პრევენციული ზომების გატარება.
ფიზიკა _ ნარკოტიკული ნივთიერებებით გამოწვეული დაავადებების ზეგავლენა ფილტვის წნევის წარმოებაზე.




ეროვნულისასწავლოგეგმითმისაღწევიშედეგები/ინდიკატორები
                                                                         

ბიოლოგX.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

კვლ.X.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი  პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.      
კოორდინაცია და პასუხიგაღიზიანებაზე.  გაღიზიანებადობა და აღგზნებადობა - ცოცხალის თვისებები. კოორდინაცია: ნერვული სისტემა,  ნეირონები და რეფლექსური რკალი, ცენტრალური ნერვული სისტემის ინტეგრაციული ფუნქცია; ტვინი, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის პროცესორი, ნარკოტიკების დამაზიანებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რეცეპტორები და შეგრძნება; თვალი, როგორც შეგრძნების ორგანო, ენდოკრინული სისტემა.


ფიზ.X.6.მოსწავლეს შეუძლია ფიზიკაში მეცნიერული აღმოჩენების დაკავშირება ყოველდღიურობასთან.

ქ.მ.X.26. მოსწავლეს შეუძლია შედეგების გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლოს თანა-კლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან.

ქ.მ. X.25. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის დამუშავება მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.

ქ.მ. X.19. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს მრავალფეროვანი ენობრივი საშუალებების  გამოყენების უნარი. 

თანმიმდევრობა, აქტივობადადრო
                                      სულ 90 წუთი 2 საგაკვეთილო საათი
1.        ვიდეოფირის ჩვენება კაფე-ბარების საზოგადოების ქცევებზე:10წთ
2.        ბიოლოგიის მასწავლებლის მინი-ლექცია სეროტონინის, დოფამინის და სტიმულატორების, დეპრესანტების შესახებ.5წთ
3.                    ვეფხისტყაოსნიდან უსენის თრობის უარყოფით მხარეზე მსჯელობა.5წთ
4.                    ფიზიკის მასწავლებლის მინი-ლექცია ჯანმრთელი ფილტვის წნევი ს წარმოებაზე.5წთ
5.                    სამოქალაქო გამათლების მასწავლებლის მიერ ცხოვრებისეული მაგალითების მოყვანა ღვინოსა და ნარკოტიკზე.5წთ
6.                    მუშაობა წყვილებში. I წყვილი სიგარეტის ქიმიური შედგენილობა. II წყვილი დაავადებული ფილტვის წნევის წარმოქმნა.III წყწვილი  ღვინო, როგორც დეპრესანტი. IV წყვილი :ღვინის უარყოფითი მხარე „ ვეფხისტყაოსანში“ .V წყვილი რა იწვევს არეულობას ქორწილებსა და თავშეყრის ადგილებში 5წთ
7.                    პრეზენტაცია 10წთ
8.                    ჟარგონების გახსენება . ჯარგონის არსის გაცნობა. მუშაობა ჯგუფებში: ჯარგონებს მიუწერეთ სალიტერატურო სიტყვები 5წთ
9.                    მუშაობა  ჩემი მეზობელი ან ნაცნობი ღვინისა და ნარკოტიკის მომხმარებელი 5წთ.
10.                 დისკუსია 20წთ

11.                 აქტივობა3,2,1 5წთ
12.                 თითოეული მასწავლებლის კომენტარი 6წთ
13.                 საშინაო დავალების მიცემა.ცნობილი პიროვნებების გამონათქვამები ნარკოტიკებზე, წაიკოთხონ

შეფასება

                       შეფასება მოხდება შეფასების ცხრილით
საკლასო მენეჯმენტი, საგანმანათლებლო რესურსები


                     კომპიუტერი, ინტერნეტი, წიგნი“ნარკომანია“ თაბახის ფურცლები, დაფა, ცარცი. ფოტოაპარატი



შეფასების რუბრიკა ქართულ ლიტერატურაში
ქულები და კრიტერიუმები
ფრიადი (9_10)
კარგი (7_8)
საშუალო (4_6)
სუსტი ( 1_3)
წერითი დავალება
მოხერხებულად იყენებს მიზნის შესაბაბამის და აუდიტორიის მისაზიდ ენობრივ საშუალებებს, მდიდარ ლექსიკას, მოჰყავს არგუმენტები შესწავლილი ნაწარმოებებიდან, თავის აზრს ასაბუთებს დამაჯერებლად.
ჩანს მიზანი, დაწერილია აუდიტორიისათვის გასაგები ენით.იყენებს შესაფერის ლექსიკას, უშვებს მცირე შეცდომებს. თავის აზრს ასაბუთებს შესწავლილი ნაწარმოებიდან.  მოჰყავს არასრული არგუმენტები.
ჩანს მიზანი და აუდიტორიის გათვალისწინების მცდელობა.იყენებს ღარიბ ლექსიკას, უშვებს  შეცდომებს, უჭირს ნაწარმოებებიდან დამაჯერებელი არგუმენტების მოყვანა.
არ ჩანს მიზანი და აუდიტორია არ იყენებს არგუმენტებს, იყენებს შეუფერებელ ლექსიკას, უშვებს ბევრ შეცდომას.
არგუმენტირებული მსჯელობა (დისკუსიაში  ჩართულობა)
დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოაჩენს თავის მოსაზრებას, უსმენს სხვებს, კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის პატივისცემას, მაშინაც კი, როცა არ ეთანხმება.
ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას, უსმენს სხვებს და დს საკუთარ აზრს გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
ზოგჯერ ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას, უსმენს სხვებს და აცლის საუბრის დამთავრებას.
ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს, არ უსმენს სხვებს და არ აცლის საუბრის დამთავრებას.
ჯგუფური მუშაობა
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია, იცავენ დროის ლიმიტს, წევრები თანამშრომლობენ, არგუმენტირებულად ასაბუთებენ, თუ რატომ ექცეოდა  ტახტის მემკვიდრის აღზრდას  დიდი მნიშვნელობა რუსთაველისა და სულხან–საბას ეპოქაში
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია,იცავენ დროის ლიმიტს, თანამშრომლობენ, გამოთქვამენ აზრს, მაგრამ ასაბუთებენ ნაწილობრივ.
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია, უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა, ნაკლებად თანამშრომლობენ, უჭირთ აზრის დასაბუთება.
ჯგუფის ყველა წევრი არ არის ჩართული, არ იცავენ დროის ლიმიტს, არ თანამშრომლობენ, ვერ ასაბუთებენ აზრებს.
პრეზენტაცია
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად, ადეკვატურად და ამომწურავად პასუხობს კითხვებს
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად, ადეკვატურად პასუხობს კითხვებს.
სათქმელს გადმოსცემს გასაგებად, პასუხობს კითხვების ნახევარზე მეტს.
უჭირს სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა, ვერ პასუხობს კითხვებს.

No comments:

Post a Comment